იაპონური გამოცემა Nikkei-ს ცნობით, იაპონია დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას გეგმავს.
G7-ის სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, 19-21 მაისს გაიმართება. იაპონური მედიის ინფორმაციით, იაპონიას, როგორც დიდი შვიდეულის თავმჯდომარე ქვეყანას, სურს შექმნას პირობები ინტენსიური დისკუსიებისთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.
11 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის სამიტიდან მნიშვნელოვან შედეგებს ელის.
12 დეკემბერს, გერმანიი კანცლერის, ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით, G7-ის ლიდერების ონლაინ შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფოს მეთაურებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები განიხილეს.